---
title: "მუხლი 13. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების ხელშემწყობი ღონისძიებები — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/13"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "13"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების ხელშემწყობი ღონისძიებები — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/13

1. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მელოგინის აღნიშნულ დაწესებულებაში შესვლიდან 24 საათში,
მინისტრის მიერ დადგენილი წესით
აცნობოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შესული მელოგინის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს.

2. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია აგრეთვე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს ინფორმაცია მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვებისა და მელოგინის გაპარვის შესახებ.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამისი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს ჩვილის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი დედის ვინაობას (საიდენტიფიკაციო მონაცემებს) და სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის მისამართს.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/14.md
