---
title: "მუხლი 16¹. შვილად აყვანის რიგითობა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/16-1"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "16^1"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16¹. შვილად აყვანის რიგითობა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 16¹ (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/16-1

1. შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მშვილებელ ოჯახთან/პირთან გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობას.

2. შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში მშვილებელი ინარჩუნებს არსებულ რიგითობას და მას უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი მის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო ის ბავშვი, რომელზედაც მან უარი განაცხადა, დადგენილი წესით უნდა შესთავაზონ სხვა მშვილებელს.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/17.md
