---
title: "მუხლი 16. შვილად აყვანასთან დაკავშირებული შეზღუდვები — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/16"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "16"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. შვილად აყვანასთან დაკავშირებული შეზღუდვები — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/16

1. აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე.

1¹. თუ შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნამ­დე ბავ­შვი მშვი­ლებ­ლის ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და და მშვი­ლე­ბელს თა­ვის მშობ­ლად თვლი­და, შვი­ლე­ბა, გა­მო­ნაკ­ლი­სის სახით, შე­იძ­ლე­ბა შვი­ლად ასაყ­ვა­ნის თან­ხმო­ბის გა­რე­შეც.

2. აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა.

3. აკრძალულია გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის საჯარო განცხადებით ძებნა ან შეთავაზება. გამონაკლისია საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შვილად აყვანის საკითხებზე უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს. ასეთ განცხადებაში არ მიეთითება გასაშვილებელი ბავშვის ვინაობა.

4. შვილად აყვანა არ შეიძლება პირობით, ვადის მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. შვილად აყვანის დროს მშვილებელს უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის იურიდიული მომსახურებით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს – მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მომსახურებით.

5. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა.

6. დედინაცვლის/მამინაცვლის მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა.

7. დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს.

8. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილეობს, თავისი სურვილისამებრ, როგორც საქართველოს მოქალაქე ან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/16-1.md
