---
title: "მუხლი 18. შვილად აყვანის შესახებ დასკვნა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/18"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "18"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. შვილად აყვანის შესახებ დასკვნა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/18

1. მშვილებლისთვის (მშვილებლებისთვის) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე მისი (მათი) თანხმობის შემთხვევაში
მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო
ამზადებს დასკვნას სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის
დასრულებიდან
1 კვირის ვადაში.

2. შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება:
ა) მშვილებლის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის შვილად აყვანის მოტივი;
ბ) გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

3. საჭიროების შემთხვევაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ეთნიკური და კულტურული გარემოს გათვალისწინებით აღზრდის შესაძლებლობას.

4. ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე გაშვილების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნა შვილად აყვანის შესახებ მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

5. საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა შვილად აყვანის შესახებ მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

6. შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესებს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/19.md
