---
title: "მუხლი 20. შვილად აყვანის საქმის წარმოება სასამართლოში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/20"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "20"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. შვილად აყვანის საქმის წარმოება სასამართლოში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/20

1. საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გამოაქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

2. მშვილებელს ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვს სასამართლოში მშვილებლის ან გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით.

3. გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს იცავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.

4. საერთაშორისო გაშვილების დროს გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს სასამართლოში იცავს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/21.md
