---
title: "მუხლი 22. შვილად აყვანაზე (გაშვილებაზე) უარი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/22"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "22"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. შვილად აყვანაზე (გაშვილებაზე) უარი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/22

1. შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არა უგვიანეს სასამართლოს მიერ შვილად აყვანის (გაშვილების) საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისა, მშობელს (მშობლებს)
ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული თანხმობის არსებობისას, აგრეთვე მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს, თუ იგი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, შეუძლიათ უარი განაცხადონ შვილად აყვანაზე (გაშვილებაზე).

2. სასამართლოს მიერ შვილად აყვანის (გაშვილების) საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია შეცვალოს საკუთარი დასკვნა და მოითხოვოს სასამართლო პროცესის შეჩერება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/23.md
