---
title: "მუხლი 23. სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/23"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "23"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/23

1. მშვილებლის მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით
,
ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი. დაბადების თარიღი არ შეიძლება შეიცვალოს
1
თვეზე მეტი ვადით.

2. მშვილებლის მოთხოვნით ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში იგი მიეთითება ნაშვილების მშობლად.

3. 10 წლის
ასაკს მიღწეული ბავშვის
სახელის, გვარის, დაბადების ადგილის
ა და დაბადების თარიღის შეცვლის, აგრეთვე
დაბადების
სამოქალაქო
აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად მშვილებლის მითითე
ბის
შემთხვევაში
სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს
,
თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი
.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მშვილებლის მოთხოვნით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5572-ვებგვერდი
,
28.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/24.md
