---
title: "მუხლი 25. შვილად აყვანის საიდუმლოობა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/25"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "25"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. შვილად აყვანის საიდუმლოობა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/25

1. მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ბიოლოგიური მშობელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომელი და შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია.

2. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე აკრძალულია
,
გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. პასუხისმგებლობა ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5572-ვებგვერდი.28.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/26.md
