---
title: "მუხლი 28. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილი პირი და ასეთი მოთხოვნით განცხადების წარდგენის წესი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/28"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "28"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილი პირი და ასეთი მოთხოვნით განცხადების წარდგენის წესი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/28

1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენა შეუძლიათ:
ა) ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს), თუ შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;
ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია ნაშვილების ინტერესების დასაცავად.

2. დაინტერესებული პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანა არ შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს და იგი უნდა გაუქმდეს, ამის თაობაზე აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც წყვეტს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს.

3. განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. თუ მოსარჩელე არის ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი (მშობლები) და მისთვის (მათთვის) უცნობია მშვილებლის ვინაობა, განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს ამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

5. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში საქმე განიხილება საერთო სასარჩელო წარმოების წესით და საქმის განხილვაში მოპასუხედ უნდა ჩაებას მშვილებელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/29.md
