---
title: "მუხლი 30. დედობილის/მამობილის აღრიცხვა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/30"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "30"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. დედობილის/მამობილის აღრიცხვა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/30

1. საქართველოს მოქალაქემ, საქართველოში
სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირმა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომლებსაც სურთ ბავშვის მინდობით აღზრდა (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდა), უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. დედობილის/მამობილის აღრიცხვას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე ახორციელებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/31.md
