---
title: "მუხლი 32. ხელშეკრულება ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/32"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "32"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ხელშეკრულება ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/32

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დედობილთან/მამობილთან დებს ხელშეკრულებას ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ.

2. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით, მინდობით აღსაზრდელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე.

3. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:
ა) ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის პირობებს;
ბ) დედობილის/მამობილის უფლებებსა და მოვალეობებს;
გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებებსა და მოვალეობებს;
დ) მინდობით აღსაზრდელის უფლებებსა და მოვალეობებს;
ე) მხარეთა პასუხისმგებლობას;
ვ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.

4. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/33.md
