---
title: "მუხლი 33. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/33"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "33"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/33

1. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) მიმღები ოჯახის ინიციატივით, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, მინდობით აღსაზრდელსა და მიმღები ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი);
ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით, თუ მიმღებ ოჯახში შექმნილია მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო პირობები და გარემო;
გ) მინდობით აღსაზრდელის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში;
დ) მინდობით აღსაზრდელის შვილად აყვანის შემთხვევაში;
ე) თუ
მინდობით აღსაზრდელი გ
ახდა სრულწლოვანი;
ვ) თუ მინდობით
აღსაზრდელი
დაქორწინდა;
ზ)
ამ კანონის მე-8 მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში;
თ) ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე.

2. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ბავშვი გადაეცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელმაც უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/34.md
