---
title: "მუხლი 34. დედობილის/მამობილის ფინანსური უზრუნველყოფა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/34"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "34"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. დედობილის/მამობილის ფინანსური უზრუნველყოფა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/34

1. მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვის ხარჯები იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.

2. დედობილი/მამობილი ბავშვის მინდობით აღზრდისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს სოციალურ დახმარებას, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. დედობილს/მამობილს მინდობით აღსაზრდელის მინდობით აღზრდა ეთვლება შრომით სტაჟში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/35.md
