---
title: "მუხლი 35. მიმღები ოჯახის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/35"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "35"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. მიმღები ოჯახის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/35

1. მიმღებ ოჯახს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი მოვალეობანი:
ა) იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად;
ბ) შეუქმნას მინდობით აღსაზრდელს ნორმალური ოჯახური გარემო;
გ)
აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის ურთიერთობას მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან;
ე) იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებები და შეასრულოს მოვალეობები.

2. პასუხისმგებლობა დედობილის/მამობილის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/36.md
