---
title: "მუხლი 36. მინდობით აღსაზრდელის უფლებები მიმღებ ოჯახში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/36"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "36"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. მინდობით აღსაზრდელის უფლებები მიმღებ ოჯახში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/36

1. მინდობით აღსაზრდელი სარგებლობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით ბავშვის მიმართ დადგენილი ყველა უფლებით.

2. მიმღებ ოჯახში მინდობით აღსაზრდელთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებაში მინდობით აღსაზრდელის მონაწილეობისა და მისი აზრის პატივისცემის პრინციპი.

3. მინდობით აღზრდა არ ზღუდავს მინდობით აღსაზრდელის უფლებებს ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/37.md
