---
title: "მუხლი 37. გარდამავალი დებულებანი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/37"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "37"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. გარდამავალი დებულებანი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/37

2010 წლის 1 მარტამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;
ბ) შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესების დამტკიცება;
გ) მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესის დამტკიცება;
დ) გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვის წესის დამტკიცება;
ე) დაავადებათა სიის დამტკიცება, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის აყვანის, ხოლო აღმზრდელს – ბავშვის მინდობით აღზრდის უფლება;
ვ) ამ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი გამოცემა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/37-1.md
