---
title: "მუხლი 4. ტერმინთა განმარტება — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/4"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "4"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ტერმინთა განმარტება — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/4

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით
, რა დროსაც არ ხდება მინდობით აღსაზრდელისა და მიმღები ოჯახის თავსებადობის შეფასება;
ბ) გასაშვილებელი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში;
გ) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას;
დ) დედობილი/მამობილი – მიმღები ოჯახის წევრი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოვლისა და აღზრდისათვის გადაეცა ბავშვი;
ე) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები;
ვ) მიმღები ოჯახი – დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი;
ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა;
თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი;
ი) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
კ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე;
ლ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი;
მ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვა და მისი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულად ცნობისათვის თავის არიდება;
ნ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება;
ო) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე;
პ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ჟ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;
რ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის
;
ს)
მშობლის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტ
ის,
დაბადების მოწმობის ან დაბადების
სამოქალაქო
აქტ
ის ჩანაწერის მოპოვება;
ტ)
ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის
, დაბადების მოწმობის
ან დაბადების
სამოქალაქო
აქტ
ის ჩანაწერის მოპოვება
.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3717 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/5.md
