---
title: "მუხლი 6. შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/6"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "6"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/6

1. შვილად აყვანას ექვემდებარება რეესტრში აღრიცხული 18 წლამდე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.

2. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს:
ა) რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;
ბ) რომელიც არის ობოლი;
გ) რომელიც აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად;
დ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება;
ე) რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე
მინისტრის მიერ დადგენილი წესით
.

3. პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები აღირიცხება რეესტრში.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3354 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/7.md
