---
title: "მუხლი 7. დედობილი/მამობილი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/7"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "7"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. დედობილი/მამობილი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/7

დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი
−
საქართველოს მოქალაქე, საქართველოში
სტატუსის
მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა:
ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო;
გ) იმ პირისა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (
სამინისტროს მიერ დამტკიცებული დაავადებათა სიის მიხედვით)
არ შეუძლია ბავშვის აღზრდა;
დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა, აგრეთვე მეურვისა/მზრუნველისა, რომლებსაც აკისრიათ ამ ბავშვის რჩენის ვალდებულება;
ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის და
დებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი
;
ზ) იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ
ზღვრულ ქულაზე;
თ) იმ პირისა, რომელიც ნასამართლევია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3354 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/8.md
