---
title: "მუხლი 12¹. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება — სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/12-1"
law: "სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ"
article: "12^1"
identifier: "matsne 1531874"
adopted: "2011-12-06"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12¹. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება — სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 12¹ (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/12-1

ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაზე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1210 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/13.md
