---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/3"
law: "სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1531874"
adopted: "2011-12-06"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/3

ამ კანონ ში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება; ბ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6300) ; გ) ინსტრუქტორი – პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ -ჩვევების განვითარების მიზნით; დ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით; ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება; ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ- ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით; ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა. საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3958 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/4.md
