---
title: "მუხლი 7. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა — სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/7"
law: "სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1531874"
adopted: "2011-12-06"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა — სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/7

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის მინიჭებული უფლებების განსახორციელებლად.

2. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამ ა ს შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3958 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/8.md
