---
title: "მუხლი 9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა — სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/9"
law: "სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 1531874"
adopted: "2011-12-06"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა — სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/9

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია (შემდგომ − აკადემია); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება; ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია (შემდგომ – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია).

2. აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება: ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას; ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას; გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1716 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1210 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1531874-spetsialuri-propesiuli-ganatlebis-shesakheb/10.md
