---
title: "მუხლი 100³. 2008 წლის 1 მაისამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატების მოქმედების ვადის გაგრძელება — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/100-3"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "100^3"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 100³. 2008 წლის 1 მაისამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატების მოქმედების ვადის გაგრძელება — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 100³ (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/100-3

1. 2008 წლის 1 მაისამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატების მოქმედება, მიუხედავად მათი იურიდიული ძალისა, გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო სერტიფიკატებზე, რომელთა გაუქმების თაობაზედაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიმართვის საფუძველზე საბჭო გასცემს ახალი ფორმის სახელმწიფო სერტიფიკატს.
საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ.,მუხ
.
74

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/100-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/101.md
