---
title: "მუხლი 17. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული, დიპლომის მქონე პირის უფლებები — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/17"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "17"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული, დიპლომის მქონე პირის უფლებები — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/17

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებულ, დიპლომის მქონე პირს უფლება აქვს:
ა) გაიაროს დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება;
ბ) განახორციელოს კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას;
გ) იმუშაოს უმცროს ექიმად;
დ) იმუშაოს პარამედიკოსად შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ. 162
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ. 323
საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2794 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4044 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
თავი III. სახელმწიფო სერტიფიკატი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/18.md
