---
title: "მუხლი 19. სახელმწიფო სერტიფიკატი — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/19"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "19"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. სახელმწიფო სერტიფიკატი — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/19

1. სახელმწიფო სერტიფიკატი:
ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
ბ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას.

2. სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აკრძალულია ამავე აქტით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უფლებების შეზღუდვა, ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნა.

4. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.

5. სახელმწიფო სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

6. სახელმწიფო სერტიფიკატი უქმდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
162
საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.
74

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/20.md
