---
title: "მუხლი 27. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/27"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "27"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/27

1. თუ სახელმწიფო სერტიფიკატი დაიკარგა ან დაზიანდა, მისი მფლობელი განცხადებით მიმართავს სამინისტროს ასლის გაცემის თაობაზე.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი გაიცემა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლის გაცემისას საბჭოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეაქვს შესაბამისი ცვლილება.

4. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დედანს.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
162

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/28.md
