---
title: "მუხლი 28. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/28"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "28"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/28

1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ერთიანი და უნიფიცირებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:
ა) საქართველოში გავლილი აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში გავლილი აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.

3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებითი გასვლის უფლება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
162
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ
.
323
თავი IV. უწყვეტი პროფესიული განვითარება
საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.
74

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/29.md
