---
title: "მუხლი 29¹. უწყვეტი პროფესიული განვითარება — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/29-1"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "29^1"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29¹. უწყვეტი პროფესიული განვითარება — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 29¹ (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/29-1

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში, თავისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა მიუსადაგოს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და გააუმჯობესოს ამ საქმიანობის ყველა ასპექტი.

2. უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტებია:
ა) უწყვეტი სამედიცინო განათლება;
ბ) უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა;
გ) პროფესიული რეაბილიტაცია;
დ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება.

3. საბჭო შეიმუშავებს და სამინისტრო ამტკიცებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმებისა და პროფესიული რეაბილიტაციის წესებს, აგრეთვე აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
162
საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.
74

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/30.md
