---
title: "მუხლი 37¹. სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/37-1"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "37^1"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37¹. სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 37¹ (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/37-1

1. სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს შესაბამისი სუბსპეციალობის მოწმობა.

2. სუბსპეციალობის მოწმობის მისაღებად აუცილებელია სათანადო მზადების კურსის გავლა, გარდა იმ ექიმ-სპეციალისტებისა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების დროისათვის აქვთ მოცემული სუბსპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი. ამასთანავე, აღნიშნული სუბსპეციალობით მუშაობის სტაჟი არ უნდა იყოს მზადება-დახელოვნების კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.

3. სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის და სუბსპეციალობის მოწმობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ექიმ-სპეციალისტებს, რომელთა სპეციალობასაც შეესაბამება მოცემული სუბსპეციალობა. სპეციალობების და ამ სპეციალობების შესაბამისი სუბსპეციალობების ნუსხებს ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.

4. სუბსპეციალობაში მზადების კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
,
162
საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.
74

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/37-2.md
