---
title: "მუხლი 37². სუბსპეციალობის მოწმობა — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/37-2"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "37^2"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37². სუბსპეციალობის მოწმობა — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 37² (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/37-2

1. სუბსპეციალობის მოწმობა არის სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთი.

2. სუბსპეციალობის მოწმობის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

3. სუბსპეციალობის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.

4. სუბსპეციალობის მოწმობის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
162

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/37-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/37-3.md
