---
title: "მუხლი 40. ინფორმაციის მიწოდება მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/40"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "40"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. ინფორმაციის მიწოდება მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/40

თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ან თუ პაციენტს სხვა რამ არ აქვს განცხადებული წარსულში, როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს აწვდის.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3378 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/41.md
