---
title: "მუხლი 43. პაციენტისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ვინაობისა და პროფესიული სტატუსის გაცნობის ვალდებულება — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/43"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "43"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. პაციენტისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ვინაობისა და პროფესიული სტატუსის გაცნობის ვალდებულება — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/43

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია ქმედუნარიან ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტს სამედიცინო მომსახურების გაწევამდე გააცნოს თავისი ვინაობა და პროფესიული სტატუსი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან/და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობა, რაც არ იძლევა ზემოხსენებულის განხორციელების შესაძლებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/44.md
