---
title: "მუხლი 47. პაციენტის მონაწილეობა სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/47"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "47"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. პაციენტის მონაწილეობა სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/47

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტისაგან მიიღოს სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობაზე ზეპირი ინფორმირებული თანხმობა, ხოლო სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში მონაწილეობაზე - წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.

2. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი იღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო განათლების ან სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პაციენტის ჩართვაზე.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3378 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/48.md
