---
title: "მუხლი 49. პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევა — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/49"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "49"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევა — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/49

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ:
ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების პრევენციისათვის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობისათვის. ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის თანხმობა;
ბ) ჩაურევლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;
გ) პაციენტის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4721 - სსმI, №18, 22.05. 2007წ., მუხ
.
151
საქართველოს 2014
წლის
17
ოქტომბრის კანონი №2702 - ვებგვერდი, 31.10
.2014
წ.
საქართველოს 2017 წლის
4 მაისის
კანონი
№776
- ვებგვერდი, 25.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/50.md
