---
title: "მუხლი 50. სამედიცინო მომსახურების გადაბარება სხვა სამედიცინო პერსონალისათვის — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/50"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "50"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. სამედიცინო მომსახურების გადაბარება სხვა სამედიცინო პერსონალისათვის — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/50

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს პაციენტის სამედიცინო მომსახურება გადააბაროს სხვა სამედიცინო პერსონალს, თუ:
ა) იმ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც გადააბარა პაციენტის სამედიცინო მომსახურება, მიაწოდა სრული ინფორმაცია პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;
ბ) სამედიცინო მომსახურების გაგრძელება შესაძლებელია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად აუცილებელი დროის განმავლობაში;
გ) უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოება და ხარისხი.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გადააბაროს პროფესიული საქმიანობისას შესასრულებელი ამოცანა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ან სასწავლო მიზნით ექიმის ფუნქციის შემსრულებელს, რომელსაც არ გააჩნია საამისოდ აუცილებელი ოფიციალური დოკუმენტი, თუ ის დარწმუნებულია, რომ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც დაავალა სამუშაოს შესრულება, აქვს სათანადო ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. ასეთ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია გადამბარებელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/51.md
