---
title: "მუხლი 60. პაციენტის მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა სტაციონარიდან გაწერის შემდეგ — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/60"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "60"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. პაციენტის მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა სტაციონარიდან გაწერის შემდეგ — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/60

სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის გაწერის შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მისი შემდგომი მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა მიანდოს იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც სტაციონარში შემოსვლამდე მკურნალობდა ან/და მეთვალყურეობდა პაციენტს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის თანხმობა. პაციენტის მკურნალობის ან/და მეთვალყურეობის გაგრძელების უფლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს აქვს მხოლოდ პაციენტის მოთხოვნით, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს სამედიცინო დოკუმენტაციაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/61.md
