---
title: "მუხლი 61. კონსილიუმი — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/61"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "61"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. კონსილიუმი — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/61

პაციენტის კონსილიუმის წესით გასინჯვისას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონსილიუმის მონაწილეთა მსჯელობის დროს აკრძალულია პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება. კონსილიუმის მონაწილენი უნდა შეთანხმდნენ, თუ ვინ აცნობებს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს კონსილიუმის გადაწყვეტილებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/62.md
