---
title: "მუხლი 62. სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოწვევა პაციენტის სამედიცინო მომსახურებაში მონაწილეობის მისაღებად — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/62"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "62"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოწვევა პაციენტის სამედიცინო მომსახურებაში მონაწილეობის მისაღებად — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/62

თუ დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის სუბიექტი მოიწვევს თავის კოლეგას პაციენტის სამედიცინო მომსახურებაში მონაწილეობისათვის, ხოლო პაციენტთან მას დადებული აქვს ხელშეკრულება გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ, მომწვევი ვალდებულია შესთავაზოს მოწვეულს მისი შრომის შესაბამისი საზღაური.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/63.md
