---
title: "მუხლი 7. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/7"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "7"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/7

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში - სახელმწიფო სერტიფიკატი).

1¹. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება არ შეიძლება ჰქონდეს პირს, რომელსაც „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საექიმო საქმიანობის უფლება.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5767 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/8.md
