---
title: "მუხლი 78. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლება მოქმედების შეჩერების შემდეგ — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/78"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "78"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლება მოქმედების შეჩერების შემდეგ — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 78 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/78

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

2. საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადება სახელმწიფო სერტფიკატის მოქმედების განახლების შესახებ განიხილოს პირველსავე სხდომაზე.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
162

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/79.md
