---
title: "მუხლი 8. უცხო ქვეყანაში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებლი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/8"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "8"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. უცხო ქვეყანაში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებლი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/8

1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო უცხო ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დიპლომიც აღიარებულია საქართველოში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონით დადგენილი წესით.

2. იმ უცხო ქვეყნების ნუსხას, რომელთა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია საქართველოში, განსაზღვრავენ სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3110 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №360 – ვებგვერდი, 18.03.2021წ
.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3846 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/9.md
