---
title: "მუხლი 82. განცხადების ან საჩივრის წარდგენა საბჭოში — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/82"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "82"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. განცხადების ან საჩივრის წარდგენა საბჭოში — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 82 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/82

1. განცხადება ან საჩივარი საბჭოს უნდა წარედგინოს წერილობით.

2. საბჭოში წარდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის ან მომჩივნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
ბ) იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;
გ) განცხადების ან საჩივრის არსსა და მოთხოვნას;
დ) სხვა გარემოებებს.

3. განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ.

4. თუ განცხადებას ან საჩივარს წარადგენს განმცხადებლის ან მომჩივნის ნათესავი ან საქართველოს კანონიერი წარმომადგენელი, მისი უფლებამოსილება უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/83.md
