---
title: "მუხლი 90. სამედიცინო კონსულტაციის მიღება ტელემედიცინის გამოყენებით — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/90"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "90"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. სამედიცინო კონსულტაციის მიღება ტელემედიცინის გამოყენებით — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 90 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/90

1. ტელემედიცინის გამოყენებით სამედიცინო კონსულტაციის მიღების უფლება აქვს მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.

2. ტელემედიცინის გამოყენებით მიღებული სამედიცინო კონსულტაციის საფუძველზე პაციენტს რეკომენდაციას აძლევს მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი.

3. პაციენტისათვის ამ ფორმით გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგებზე პასუხისმგებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელიც უშუალოდ გასცემს რეკომენდაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/89.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/91.md
