---
title: "მუხლი 94. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სამართლებრივი დაცვა — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/94"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "94"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სამართლებრივი დაცვა — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 94 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/94

1. საექიმო საქმიანობის განხორციელებისას ექიმისათვის, სხვა სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის მიყენებულ ფიზიკურ თუ მატერიალურ ზიანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი.

2. ექიმს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

3. ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი  სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5868 - სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ
.
23
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3110
-
ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/95.md
