---
title: "მუხლი 95. შეღავათები ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუ კიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის — საექიმო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/95"
law: "საექიმო საქმიანობის შესახებ"
article: "95"
identifier: "904"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95. შეღავათები ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუ კიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის — საექიმო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 95 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/95

1. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ცენტრალურ ორგანოებს შეუძლიათ დააწესონ ხელფასზე დანამატები ან/და სხვა შეღავათები, საცხოვრებელი ფართობისა და სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფის ჩათვლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
საექიმო სპეციალობათა და რეგიონთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. მაღალმთიან რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის შეღავათებს განსაზღვრავს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულ შეღავათებს განსაზღვრავს აგრეთვე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი იმავე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1246 -
ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის
კანონი №4042 -
ვებგვერდი, 28.07.2015წ.
საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7002 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15334-saekimo-sakmianobis-shesakheb/96.md
