---
title: "მუხლი 4 — სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15364-samewarmeo-sakmianobis-kontrolis-shesakheb/4"
law: "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ"
article: "4"
identifier: "921"
adopted: "2001-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15364-samewarmeo-sakmianobis-kontrolis-shesakheb/4

1. თუ მეწარმე შეამოწმა უფლებამოსილმა მაკონტროლებელმა ორგანომ, დაუშვებელია საქმიანობის იმავე საკითხთან დაკავშირებით იგი შეამოწმოს სხვა მაკონტროლებელმა ორგანომ (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმავე მაკონტროლებელი ორგანოს სხვა დანაყოფმა.

2. მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია კონტროლის განხორციელებამდე მეწარმეს გადასცეს მისი უფლებებისა და მოვალეობების წერილობითი ჩამონათვალი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15364-samewarmeo-sakmianobis-kontrolis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15364-samewarmeo-sakmianobis-kontrolis-shesakheb/5.md
