---
title: "მუხლი 28. აფხაზეთის — „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/28"
law: "„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“"
article: "28"
identifier: "matsne 1537462"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2012-10-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. აფხაზეთის — „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

> Text consolidated as of 2012-10-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“, მუხლი 28 (consolidated as of 2012-10-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/28

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების – სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ; იმერეთის , გურიის , რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშ დევნილთა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება , მათი ფსიქოლოგიური , ინტელექტუალური დონისა და პატრიოტული სულისკვეთების შენარჩუნება და ამაღლება .
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის ისეთი ფორმების გამონახვა , რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის , დევნილთა შესახებ მიღებული სამართლებრივი აქტების ცხოვრებაში გატარებას , წინადადებების მომზადებას ადგილობრივი და სხვა ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად . დევნილთა და განსახლების სამინისტროსათვის ქმედითი დახმარების გაწევა , დევნილთა სტატისტიკური მონაცემების დაზუსტებისა , მათთვის ჰუმანიტარული და სხვა დახმარებების გაწევის საკითხებში .
ა ) დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით , გაერო - ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის , უცხოეთის , როგორც სამთავრობო , ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა .
ბ ) შრომისუნარიანი დევნილი მოსახლეობის დასაქმების ორგანიზება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში , შესაბამისი პროგრამების და აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივის გათვალისწინებით . დევნილ ახალგაზრდობასთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა , მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ;
გ ) დევნილი მოსახლეობის შეხვედრების ორგანიზება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან .
დ ) დევნილი მოსახლეობის უფლებების ყოველმხრივი დაცვა ;
დევნილთა სოციალური დაცვა – 250000 ( ორას ორმოცდაათი ათასი ) ლარი ( სოციალური უზრუნველყოფა ) (13 02), (14 02), (15 02)) განკუთვნილია შემდეგი კატეგორიებისათვის :
– I ჯგუფის ინვალიდებზე – 100 ლარი ;
– მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე – 100 ლარი ;
– მარჩენალდაკარგულებზე – 100 ლარი ;
– ომში დაღუპულთა ოჯახებს – 100 ლარი ;
– დედ - მამით ობოლ არასრულწლოვანებზე ( თითოეულზე ) – 100 ლარი ;
– ოთხი და მეტი არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – 100 ლარი ;
– 100 წელს გადაცილებულებზე – 100 ლარი ;
– უნარშეზღუდულ ბავშვებზე და ბავშვობიდან ინვალიდზე – 100 ლარი ;
– სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიური გადაწყვეტილებით არა უმეტეს 200 ლარისა , პროგრამის მოცულობის 10%- ის ფარგლებში .
ერთჯერადი დახმარებების გაცემის წესი განისაზღვრება მთავრობის მიერ .
თავი VI
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 9 თებერვლის კანონი №1 - ვებგვერდი, 13.02.2012 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 25 ოქტომბრის კანონი №3 - ვებგვერდი, 26.10.2012 წ.
მარეგულირებელი ნორმები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/29.md
