---
title: "მუხლი 30. თანამდებობრივი სარგოები , პრემიები , დანამატები და დახმარებები — „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/30"
law: "„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“"
article: "30"
identifier: "matsne 1537462"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2012-10-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. თანამდებობრივი სარგოები , პრემიები , დანამატები და დახმარებები — „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

> Text consolidated as of 2012-10-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“, მუხლი 30 (consolidated as of 2012-10-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/30

1. უფლება მიეცეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს , დეპარტამენტისა და წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების , აპარატების , საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე , ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით .

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება , თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები .

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 71- ე მუხლის მე -3 პუნქტის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე , რომლებზედაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება .

4. 2012 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების , კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში .

5. ამასთანავე მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის წლიური ბიუჯეტის ეკონომიკური შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს ამავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12- ისა .

6. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12 – ის ოდენობისა ;
დაუშვებელია ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების გაცემა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გარეშე ;

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/31.md
