---
title: "მუხლი 32. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა — „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/32"
law: "„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“"
article: "32"
identifier: "matsne 1537462"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2012-10-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა — „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

> Text consolidated as of 2012-10-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“, მუხლი 32 (consolidated as of 2012-10-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/32

აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება წინა წლების სახელფასო და სხვა კრედიტორული დავალიანებების , კომპენსაციების და სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის დაფინანსება , რომლის განკარგვა განხორციელდება ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავალიანების დასაფარავად .
წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებმა და უწყებებმა 2012 წლის განმავლობაში უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროში .
ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით , რომ არ იქნება დაშვებული ახალი დავალიანებების წარმოშობა , რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას .
მუხლი II
ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარ ე გ . ბარამია
ქ. თბილისი
2011 წლის 23 დეკემბერი
№7
შეტანილი ცვლილებები:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 9 თებერვლის კანონი №1 - ვებგვერდი, 13.02.2012 წ.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 25 ოქტომბრის კანონი №3 - ვებგვერდი, 26.10.2012 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1537462-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2012-wlis-respublikuri-biujetis-she/31.md
